27.12.2019

სასწავლო ანიმაციების ჩვენება

27 დეკემბერს,  თეკლათის საჯარო სკოლის მესამე კლასელთათვის მოეწყო საბავშვო - სასწავლო ანიმაციების ჩვენება. მოსწავლეებმა იხილეს: სულხან - საბა ორბელიანის ცნობილი  იგავ-არაკების სასწავლო სლაიდები; ქართული ანიმაციები; საშობაო იგავები. მოსწავლეებმა გააჟღერეს

26.12.2019

საახალწლო ღონისძიება

26 დეკემბერს, მესამე კლასმა წარმოადგინა საახალწლო ღონისძიება. სტუმრებმა მოისმინეს საახალწლო თემატიკის ლექსები და სიმღერებიღონისძიების ბოლოს, გამოვლინდნენ მოსწავლეები, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს სხვადასხვა ნომინაციებში ,,წლის საუკეთესო რვეული“,  ,,წლის საუკეთესო

25.12.2019

შემაჯამებელი გაკვეთილი

25 დეკემბერს, თეკლათის საჯარო სკოლის მესამე კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა შეაჯამეს 2019 – 2020 სასწავლო წლის I სემესტრში მიღებული ცოდნა, ჩაერთვნენ სახალისო აქტივობებში. თითოეულ მოსწავლეს გადაეცა სიგელი - აქტიური მონაწილეობისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და პედაგოგები იხ. ფოტო-მასალა:  

12.12.2019

მესამე კლასის ,,ყველაზე ჭკვიანი“

12 დეკემბერს, თეკლათის საჯარო სკოლის  მესამე კლასში ჩატარდა  ინტელექტუალური ღონისძიება: ,,ყველაზე ჭკვიანი“, რომლის გამარჯვებულიც გახდა - აკაკი ოთხოზორია. მეორე ადგილი - მოიპოვა ორმა მოსწავლემ: ნინო სამინავამ და ლიზი კვარაცხელიამ. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და პედაგოგები. იხ. ფოტო-მასალა:  

23.10.2019

ტვინების ბრძოლა

23 ოქტომბერს, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გუნდურ - ინტელეტუალურ შეჯიბრში - ,,ტვინების ბრძოლა“, კლასი სამი გუნდის სახით იყო წარმოდგენილი (,,ბეღურები“, ,,გემები“, ,,მტრედები“).  იხ. ფოტო-მასალა:

12.06.2019

შემაჯამებელი გაკვეთილი

12 ივნისს, თეკლათის  საჯარო სკოლის მეორე კლასში ჩატარდა შემაჯამებელი  გაკვეთილი.  გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რასაც მოსწავლეებმა წარმატებულად გაართვეს თავი. გაკვეთილის ბოლოს, მეორე კლასის ყველა მოსწავლეს გადაეცა ,,მადლობის ბარათი“ - მეორე კლასის დამთავრებასთან დაკავშირებით. გამოვლინდნენ მოსწავლეები, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს 

07.06.2019

,,წლის ყველაზე ჭკვიანი“

6 ივნისს,  თეკლათის  საჯარო სკოლის მეორე კლასში ჩატარდა  ინეტელქტუალური  ღონისძიება - ,,წლის ყველაზე ჭკვიანი“.  მოსწავლეებმა გამოავლინეს როგორც საგნობრივი ისე ზოგადი ცოდნა და ლოგიკური აზროვნების უნარი.  პირველი ადგილის მოოპოვება შეძლო ორმა მოსწავლემ: აკაკი ოთხოზორიამ და ლიზი კვარაცხელიამ. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და შემეცნებითი ლიტერატურით

22.05.2019

izrune.ge-ის ონლაინ-ტესტები

izrune.ge-ის ონლაინ-ტესტებში, აქტიურადაა ჩართული ჩვენი კლასის 14 მოსწავლე, მათი დიდი ნაწილი izrune.ge-ის 2019 წლის დასაწყისში შეუერთდაამ ეტაპზე  მოსწავლეებმა დააგროვეს 40 ოქროს და 16 ვერცხლის დიპლომიიხ. შედეგები და ფოტო-მასალა:

19.05.2019

,,კინგსის“ ოლიმპიადა

ჩვენი კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ,,კინგსისოლიმპიადაშიII კლასში მათ მოიპოვეს 10 დიპლომი და 2 სერტიფიკატი, მათგან ერთი - ხარისხისორი - II ხარისხის და შვიდი - III ხარისხის დიპლომი. 
III კლასში ქართული ენი ოლიმპიადის პირველ ტურში
ჩაერთო მესამე კლასის 10 მოსწავლე, მათგან ფინალურტურ მონაწილეობა მიიღო სამმა მოსწავლემ.

07.05.2019

„ყველაზე ჭკვიანი 2019“

7 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში  ჩატარდა  ინტელექტუალური თამაში  „ყველაზე ჭკვიანი 2019“. თამაშში მონაწილეობდა 27 საჯარო და კერძო სკოლის 29 პირველი კლასის მოსწავლე. მოსწავლეები გამოვლინდნენ შიდა სასკოლო შერჩევის გზით, დირექციისა და დაწყებითი კლასის პედაგოგის მიერ. ღონისძიებაში მონაწილე

25.04.2019

სააღდგომო კვირეული


სააღდგომო კვირეული, მეორე კლასის მოსწავლეებმა შემდეგი აქტივობებით აღნიშნეს: მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა საკლასო ოთახსა და სკოლის დერეფანში, დაამზადეს სააღდგომო კალათები; ხუთშაბათს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად, იხილეს ანიმაციური ფილმი - ,,იესო - ის ცხოვრობდა ჩვენს შორის“, გაეცვნენ სააღდგომო ტრადიციების ისტორიას.
იხ. ფოტო-მასალა:

22.04.2019

,,დედამიწა ჩვენი სახლია“

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თეკლათის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც მათივე ხელით იყო შექმნილი. პატარებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თანასკოლელებს: თუ როგორ უნდა მოვექცეთ ან როგორ არ უნდა მოვექცეთ ბენებას.   იხ. ფოტო-მასალა:

19.04.2019

,,რაც ქართულია...“

19 აპრილს,  თეკლათის  საჯარო სკოლის მეორე კლასში ჩატარდა  14 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,რაც  ქართულია...“ ქართული თემატიკით გაჯერებულ ვიქტორინაში მოსწავლეებმა გამოავლინეს  წლის განმავლობაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნა. სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეები: 

29.03.2019

,,ყველაზე ჭკვიანი"

29 მარტსთეკლათის საჯარო სკოლის  მეორე კლასში ჩატარდა  ინტელექტუალური ღონისძიება: ,,ყველაზე ჭკვიანი“, რომლის გამარჯვებულიც გახდა - დათა წურწუმიამეორე ადგილი - მოიპოვა ორმა მოსწავლემ: ნინი ქუთათელაძემ და გიგა ჯანაშიამღონისძიების დასასრულსმოსწავლეებმა ნახეს ქართული ანიმაცია და
საინტერესო სასწავლო ვიდეოებიგამარჯვებული მოსწავლე დაჯილდოვდა საგანმანათლებლო ლიტერატურით.

03.02.2019

საერთაშორისო კონკურსი

საერთაშორისო კონკურსი - ,,პასუხისმგებლობა სამყაროს მიმართ“. ნომინაცია - ქართველ თანატოლთა შორის პირველი ადგილი.
კონკურსის გამარჯვებული გახდა მეორე კლასის მოსწავლე - ლონდა პაპავა. მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი, ფასიანი საჩუქრები და საგანმანათლებლო ლიტერატურა. აღნიშნულ კონკურსში ლონდამ წარადგინა ნახატით - ,,შეინარჩუნე ის, რაც ჯანსაღია!..“, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად.
იხ. ფოტო-მასალა:

19.01.2019