04.08.2026

,,ბეღურების" გამოსაშვები ღონისძიება

11 ივნისს, ჩატარდა IV გ კლასის  - ,,ბეღურების" გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა ლამაზი სიტყვებით შეაჯამეს ოთხი წელი, შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები,  სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და გამოემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს. 

18.06.2026

შევიმეცნოთ სამყარო

15 ივნისს, სენაკის მესამე საჯარო სკოლის  
IVგ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა მაშტაბური, დეკორირებული,  ინტელექტუალური ღონისძიება ,,შევიმეცნოთ სამყარო“ (ფორმატი - რა? სად? როდის?). 

15.06.2026

 მესამე საჯარო სკოლის მეოთხე გ  კლასის მოსწავლეები წელსაც აქტიურად ჩაერთვნენ ,,ტვინების ბრძოლაში“. საქალაქო ჩემპიონატში  მონაწილეობდა  კლასის  ორი გუნდი - ,,ბუკნაჭოები“ და ,,ბეღურები“.  ორივე გუნდმა შეძლო  გამარჯვება და რეგიონალურ ტურში გადასვლა. მესამე - მეხუთე კლასის მოსწავლეების კატეგორიაში, სენაკის მაშტაბით,  სამეულში მოხვდნენ (თარიღი: 22. 05.26),  

08.03.2026

მათემატიკური ვიქტორინა - ,,რიცხვების ჭიდილი“ IVგ კლასში

4 მარტს,  IVგ  კლასში, მესამე სკოლის მეორე კორპუსში, ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა: ,,რიცხვების ჭიდილი“ .   სამეტაპიანი ვიქტორინის მსვლელობისას, მოსწავლეებმა გამოავლინეს  მეოთხე კლასის სტანდარტით გათვალისწინებული თემების ცოდნა შემდეგი მიმართულებით: რიცხვები და მოქმედებები; სააზროვნო ამოცანები; 

18.02.2026

ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები

 IVგ  კლასის  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფოტო - ინფორმაციული კოლაჟი - ,,ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები“,  რითაც შეაჯამეს ქართული ენისა და ლიტერატურის თავი  ,,ეს სიმღერაა საქართველოსი“. მოსწავლეებმა მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია და კლასელებს გააცნეს, თუ რით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ესა თუ ის ღირსშესანიშნაობა. გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტატორები. იხ. ფოტო- მასალა:

09.01.2026

,,ყაჩაღის ასული რონია"

ასტრიდ ლინდგრენის ,,ყაჩაღის ასული რონია"კითხვები ჩემი მოსწავლეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის.  რესურსი დაგეხმარებათ წაკითხულის გააზრებაში.

იხ. სრულად:


27.12.2025

IVგ კლასი - I სემესტრის შეჯამება

26  დეკემბერს,  სსიპ სენაკის მესამე   საჯარო სკოლის IVგ  კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა  შეაჯამეს I სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა. სიმღერითა და ცეკვით გაიხალისეს დღე.  გუნდური შეჯიბრი დატვირთული იყო სხვადასხვა ტიპის სახალისო აქტივობებით.

12.12.2025

წლის ,,ყველაზე ჭკვიანი“ IVგ კლასში

11 დეკემბერს,  სენაკის მესამე საჯარო სკოლის IVგ კლასში ჩატარდა შემეცნებით - ინტელექტუალური ღონისძიება - ,,ყველაზე ჭკვიანი“.  ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის, სწრაფი აზროვნებისა და ლოგიკური უნარების გამოვლენა. ინტელექტუალური  შეჯიბრის სამი ტური მოიცავდა 

15.09.2025

,,ბეღურების" სამი წლის შეჯამება

მნიშვნელოვანი სასწავლო - შემეცნებითი ღონისძიებების სია

,,ბეღურების“ სამი წლის შეჯამება

ქრონოლოგიური დღიური

იხ. სრულად:

31.08.2025

,,პატარა პრინცი"

კითხვები ანტუან დე - სენტ ეგზიპერის ,,პატარა პრინციდან" ჩემი მოსწავლეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის.  რესურსი დაგეხმარებათ წაკითხულის გააზრებაში.

იხ. სრულად: