07.05.2019

„ყველაზე ჭკვიანი 2019“

7 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში  ჩატარდა  ინტელექტუალური თამაში  „ყველაზე ჭკვიანი 2019“. თამაშში მონაწილეობდა 27 საჯარო და კერძო სკოლის 29 პირველი კლასის მოსწავლე. მოსწავლეები გამოვლინდნენ შიდა სასკოლო შერჩევის გზით, დირექციისა და დაწყებითი კლასის პედაგოგის მიერ. ღონისძიებაში მონაწილე
თითოეულ მოსწავლეს გადაეცა სიგელი - „ყველაზე ჭკვიანში“ მიღებული აქტიური მონაწილეობისათვის.
გამარჯვებულ მოსწავლეებს (სამ ფინალისტს) გადაეცათ I , II  და III ხარისხის დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები:
„ყველაზე ჭკვიანი 2019-ის“ გამარჯვებულები:
I  ადგილი - გიორგი იოსავა ( ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლა);
II ადგილი - გიგა თეთრაძე ( ზემო ქვალონის საჯარო სკოლა);
III ადგილი - ნუცა ბუკია ( ხობის N2 საჯარო სკოლა).
სიგელებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებიც - თამარ გვაზავა, მაკა გოგენია და შორენა სიჭინავა; ასევე, მათ გადაეცათ ,,ყველაზე ჭკვიანის“ ელექტრონული არქივი,
   პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლის პედაგოგი დააჯილდოვა სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ - ლალი ჩიტაიამ.  
ღონისძიების წამყვანი: შ. კორშია
ღონისძიების ორგანიზატორი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: ბ. რუსია
იხ. ბმული: ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გვერდზე :  „ყველაზე ჭკვიანი 2019“

ფოტო-მასალა:










Комментариев нет:

Отправить комментарий