19 აპრილს, თეკლათის საჯარო სკოლის მეორე
კლასში ჩატარდა 14 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,რაც ქართულია...“
ქართული თემატიკით გაჯერებულ ვიქტორინაში მოსწავლეებმა გამოავლინეს წლის განმავლობაში,
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნა. სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ
გამარჯვებული მოსწავლეები:
აკაკი ოთხოზორია - პირველი ადგილი;
გიორგი გოგოლი - მეორე ადგილი;
ნინო თუნთია - მესამე ადგილი;
ნიკოლოზ ივანიძე - მეოთხე ადგილი.
საკმაოდ კარგი შედეგით, მეორე ტურში გადასვლა შეძლეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ეთო ბერიშვილმა, ლიზი კვარაცხელიამ, ლუკა მირგატიამ, მარიამ ხარბედიამ, ლონდა პაპავამ, ნინი ქუთათელაძემ, სალომე ჩხეტიამ და გიგა ჯანაშიამ.
ღონისძიების დასასრულს, ასევე გამოვლინდნენ, ხელწერისა და ფოტო - კონკურსში, ყვავილების ფესტივალში მონაწილე აქტიური მოსწავლეები.
Комментариев нет:
Отправить комментарий