23.12.2022

,,ცოდნის ვაშლები“

23 დეკემბერს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის I კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ,,ცოდნის ვაშლები“. მოსწავლეებმა  შეაჯამეს განვლილი მასალა და გამოავლინეს ზოგადი ცოდნა. მოსწავლეთა შედეგებს აფასებდნენ ჟიურის წევრები. კლასის  ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელით - ღონისძიებაში მიღებული აქტიური მონაწილეობისათვის (პედაგოგი - შ. კორშია)იხ. ფოტო-მასალა:

10.10.2022

,,ანბანის შემობრძანება“

10 ოქტომბერს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის I კლასში ჩატარდა  გაკვეთილი - ,,ანბანის შემობრძანება“. მოსწავლეებმა გაიხსენეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა, წარმოთქვეს საანბანო ლექსები; გაეცვნენ პრეზენტაციას - ,,ია და იაკობი“; იხილეს ქართული ანიმაციური ფილმი - ,,ბომბორა სწავლას იწყებს“ და ისაუბრეს იმაზე,  თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ანბანის ცოდნას. გაკვეთილი გაჯერებული იყო სახალისო აქტივობებით (პედაგოგი - შ. კორშია).

05.10.2022

შემეცნებითი ანიმაციების ჩვენება

5 ოქტომბერს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის I კლასში, მოეწყო სასწავლო -  შემეცნებითი ანიმაციების ჩვენება. საგანგებოდ შერჩეული კოლაჟით (,,ძალა ერთობაშია“, ,,ვაკეთოთ სიკეთე“, ,,სიკეთე გადამდებია“, ,,ყურშა გაყოყოჩდა“...) მოხდა იმ საჭირო თვისებების დემონსტრირება, რაც მოსწავლეებსაც უნდა გამოუმუშავდეთ. ჩვენებას ესწრებოდნენ მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლე-პედაგოგები.

იხ. ფოტო-მასალა:

15.06.2022

წლის შემაჯამებელი გაკვეთილი მესამე კლასში

15 ივნისს, 

თეკლათის საჯარო სკოლის მესამე კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი - ქართულში, ბუნებისმეტყველებასა  და მათემატიკაში. მოსწავლეებმა სახალისო ფორმატით - ჯგუფური აქტივობებით  შეაჯამეს  მიღებული ცოდნა აღნიშნულ საგნებში. მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები მოპოვებული გამარჯვებისა და ღონისძიებაში მიღებული აქტიური მონაწილეობისათვის. 

,,ყველაზე ჭკვიანი“ მეხუთე კლასში

14  ივნისს, თეკლათის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ჩატარდა  ინტელექტუალური - შემაჯამებელი ღონისძიება  - ,,ყველაზე ჭკვიანი“ . თამაში დაყოფილი იყო ოთხ ტურად.  მოსწავლეებს უწევდათ  პასუხების გაცემა სხვადასხვა თემატიკის კითხვებზე, რომელთა დიდი ნაწილი შედგენილი იყო მათი სასკოლო სახელმძღვანელოების მიხედვით. 

03.06.2022

,,ყველაზე ჭკვიანი“ მესამე კლასში

 3 ივნისს,
თეკლათის საჯარო სკოლის მესამე კლასში ჩატარდა ,,ყველაზე ჭკვიანი“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ინტელექტუალური თამაში დაყოფილი იყო სამ ტურად. ფინალურ ტურში გადასვლა შეძლეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ნატალი წურწუმიამ, ბარბარე სამინავამ, მონიკა ლაშქარავამ, საბა ფაჩულიამ, დიმა გვასალიამ და ანასტასია შურღაიამ.

30.05.2022

პირველი კლასის შემაჯამებელი გაკვეთილი

30 მაისს, 
თეკლათის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა, სხვადასხვა აქტივობებით, შეაჯამეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა.

წლის ,,ყველაზე ჭკვიანი“ პირველ კლასში

27 მაისს

თეკლათის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩატარდა ,,ყველაზე ჭკვიანი“. ინტელექტუალური თამაში დაყოფილი იყო სამ ტურად. წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე სირთულეების მიუხედავად, მოსწავლეებმა მოსალოდნელზე ბევრად მეტი უნარების დემონსტრირება შეძლეს. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:


17.04.2022

შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულში

13  აპრილს, თეკლათის საჯარო სკოლის მესამე კლასში  ჩატარდა ენის დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი  გაკვეთილი - ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა, თითოეულ   მოსწავლეს გადაეცა მადლობის ბარათი  - აქტიური    მონაწილეობისათვის. 

09.04.2022

საანბანო გამოცანები და რებუსები

საანბანო გამოცანები და რებუსები განკუთვნილი I  კლასის მოსწავლეთათვის

შემაჯამებელი გაკვეთილი

31 მარტს, თეკლათის საჯარო სკოლის პირველ კლასში 
ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა შეაჯამეს 
2021 - 2022 სასწავლო წლის I სემესტრში მიღებული ცოდნა, 
ჩაერთვნენ სახალისო აქტივობებში. თითოეულ მოსწავლეს 
გადაეცა მადლობის ბარათი - აქტიური მონაწილეობისათვის. 
ასევე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ მოსწავლეები -  ,,საუკეთესო დავალების რვეულის წარმოებისათვის“, ,,შემაჯამებელ ღონისძიებაში მიღებული აქტიური მონაწილეობისათვის“.

07.03.2022

სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს...

7 მარტს, თეკლათის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ უკრაინელი ხალხის დასახმარებელად წარმოებულ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების აქციას.

პატარებმა თავიანთი ხელებით შექმნეს უკრაინის დროშები და შიგ ჩაკრული გულებით გამოხატეს სიყვარული უკრაინელი ბავშვების  მიმართ.