15.06.2022

,,ყველაზე ჭკვიანი“ მეხუთე კლასში

14  ივნისს, თეკლათის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ჩატარდა  ინტელექტუალური - შემაჯამებელი ღონისძიება  - ,,ყველაზე ჭკვიანი“ . თამაში დაყოფილი იყო ოთხ ტურად.  მოსწავლეებს უწევდათ  პასუხების გაცემა სხვადასხვა თემატიკის კითხვებზე, რომელთა დიდი ნაწილი შედგენილი იყო მათი სასკოლო სახელმძღვანელოების მიხედვით. 

ფინალურ ტურში გადასვლა შეძლეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ნინო თუნთიამ, ნიკოლოზ ივანიძემ, ლიზი კვარაცხელიამ, მარიამ კურტანიძემ, ნოდიკო ლაშქარავამ, ლონდა პაპავამ, ნიკლოზ ჟვანიამ, ნინო სამინავამ, ნინი ქუთათელაძემ, დათა წურწიმიამ.

გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:

·         I ადგილი - დათა წურწიმია;

·         II ადგილი - მარიამ კურტანიძე;

·   III  ადგილი თანაბრად გადაინაწილეს შემდეგმა მოსწავლეებმა:  ნიკოლოზ ივანიძემ, ნოდიკო ლაშქარავამ და ნინო თუნთიამ.

სიგელი გადაეცა ღონისძიების თითოეულ წევრს აქტიური მონაწილეობისათვის.


ფოტო - მასალა: 











































იხ. ღონისძიებაზე გამოყენებული სლაიდი - კითხვების ნაწილი (სამი ტურის).




იხ. თამაშის სქემატური ჩანაწერი:

Комментариев нет:

Отправить комментарий