18.06.2026

შევიმეცნოთ სამყარო

 15 ივნისს, სენაკის მესამე საჯარო სკოლის  IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა მაშტაბური, დეკორირებული,  ინტელექტუალური ღონისძიება ,,შევიმეცნოთ სამყარო“ (ფორმატი - რა? სად? როდის?). ღონისძიების მიზანი იყო ბუნებისმეტყველებაში მიღებული ცოდნის განსხვავებული ფორმატით შემოწმება. რამდენიმეეტაპიანი ვიქტორინა მოიცავდა: 
24 კითხვას, კაპიტნების ბლიცს, აქტივობებს:  ,,დააკავშირე“, ამოიცანი ცხოველი, ამოიცანი ცხოველთა ხმები. წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები. ღონიძიება იყო ერთგვარი დასასრული პროექტისა - ,,როგორ იბადება სილამაზე“ (რომელიც მათ მეორე კლასში წამოიწყეს). მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები - ყვავილიანი ქოთნები,  მინაწრით ,,ააყვავილე ცოდნა შენში...“ . ღონისძიებას ესწრებოდა: სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.

იხ. ლინკები:  https://www.facebook.com/share/18fgN9zuWX/  ან https://www.facebook.com/share/v/1JeatURQtE/

 

ფოტო-მასალა:










Комментариев нет:

Отправить комментарий