4 მარტს, IVგ
კლასში, მესამე სკოლის მეორე კორპუსში, ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა: ,,რიცხვების
ჭიდილი“ . სამეტაპიანი ვიქტორინის მსვლელობისას, მოსწავლეებმა გამოავლინეს მეოთხე კლასის სტანდარტით გათვალისწინებული თემების
ცოდნა შემდეგი მიმართულებით: რიცხვები და მოქმედებები; სააზროვნო ამოცანები;
08.03.2026
18.02.2026
ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები
IVგ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფოტო - ინფორმაციული
კოლაჟი - ,,ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები“, რითაც შეაჯამეს ქართული ენისა და ლიტერატურის თავი
,,ეს სიმღერაა საქართველოსი“. მოსწავლეებმა
მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია და კლასელებს გააცნეს, თუ რით გამოირჩევა
ჩვენი ქვეყნის ესა თუ ის ღირსშესანიშნაობა. გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტატორები. იხ. ფოტო- მასალა:
09.01.2026
,,ყაჩაღის ასული რონია"
ასტრიდ ლინდგრენის ,,ყაჩაღის ასული რონია"კითხვები ჩემი მოსწავლეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. რესურსი დაგეხმარებათ წაკითხულის გააზრებაში.
იხ. სრულად:
27.12.2025
IVგ კლასი - I სემესტრის შეჯამება
26 დეკემბერს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის IVგ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა შეაჯამეს I სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა.
სიმღერითა და ცეკვით გაიხალისეს დღე. გუნდური
შეჯიბრი დატვირთული იყო სხვადასხვა ტიპის სახალისო აქტივობებით. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯებული მოსწავლეები.
12.12.2025
წლის ,,ყველაზე ჭკვიანი“ IVგ კლასში
11 დეკემბერს, სენაკის მესამე საჯარო სკოლის IVგ კლასში ჩატარდა შემეცნებით - ინტელექტუალური ღონისძიება - ,,ყველაზე ჭკვიანი“. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის, სწრაფი აზროვნებისა და ლოგიკური უნარების გამოვლენა. ინტელექტუალური შეჯიბრის სამი ტური მოიცავდა მრავალფეროვან თემებს — როგორც საგნობრივ საკითხებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და სახალისო კითხვარებს.
15.09.2025
,,ბეღურების" სამი წლის შეჯამება
მნიშვნელოვანი
სასწავლო - შემეცნებითი
ღონისძიებების სია
,,ბეღურების“ სამი
წლის შეჯამება
ქრონოლოგიური
დღიური
იხ. სრულად:
31.08.2025
,,პატარა პრინცი"
კითხვები ანტუან დე - სენტ ეგზიპერის ,,პატარა პრინციდან" ჩემი მოსწავლეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. რესურსი დაგეხმარებათ წაკითხულის გააზრებაში.
იხ. სრულად:
12.06.2025
,,შევიმეცნოთ სამყარო”
12 ივნისს, სენაკის N3 საჯარო სკოლის IIIგ კლასში ჩატარდა ვიქტორინა ,,შევიმეცნოთ სამყარო”.
მოსწავლეებმა შეაჯამეს ბუნებისმეტყველებაში მიღებული ცოდნა. სამეტაპიანი შეჯიბრის
შედეგად გამოვლიდნენ და დაჯილდოვდნენ ვიქტორინის გამარჯვებული მოსწავლეები:
10.06.2025
,,რას ფიქრობენ წიგნები ...“
30 მაისს, სენაკის N3 საჯარო სკოლის IIIგ კლასში ჩატარდა ღონისძიება ,,რას ფიქრობენ წიგნები”…
ღონისძიებაზე გაჟღერდა გამონათქვამები, ფრაზები წიგნებზე. მოსწავლეებმა შეაჯამეს დამატებითი რესურსებიდან მიღებული ცოდნა ქართულში, შეაჯერეს კლასგარეშე საკითხავი მასალა, გუნდურად ჩაერთვნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში:
09.06.2025
,,ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონი 2025
სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის IIIგ კლასის ორი გუნდი აქტიურად
იყო ჩართული ,,ტვინების ბრძოლის“
2025 -ის ყველა ტურში. იხ. სრულად:
Подписаться на:
Комментарии (Atom)









