12.12.2025

წლის ,,ყველაზე ჭკვიანი“ IVგ კლასში

11 დეკემბერს,  სენაკის მესამე საჯარო სკოლის IV კლასში ჩატარდა შემეცნებით - ინტელექტუალური ღონისძიება - ,,ყველაზე ჭკვიანი“.  ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის, სწრაფი აზროვნებისა და ლოგიკური უნარების გამოვლენა. ინტელექტუალური  შეჯიბრის სამი ტური მოიცავდა მრავალფეროვან  თემებსროგორც საგნობრივ საკითხებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და სახალისო  კითხვარებს.  

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და საგანმანათლებლო ლიტერატურა. ,,ყველაზე ჭკვიანის“  გამარჯვებული გახდა თამაზ პეილივანოვი; მეორე ადგილი მოიპოვა - ნიკა ხარბედიამ; მესამე ადგილი მოიპოვა ორმა მოსწავლემ  მართა ხურციამ და ბარბარე ბარკალაიამ. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას  (პედაგოგი - შ. კორშია). 

 

შედეგები:

  • ,,ყველაზე ჭკვიანის“  გამარჯვებული გახდა თამაზ პეილივანოვი.
  • მეორე ადგილი მოიპოვა - ნიკა ხარბედიამ.
  • მესამე ადგილი მოიპოვა ორმა მოსწავლემ  მართა ხურციამ და ბარბარე ბარკალაიამ.
  • ფინალისტები გახდნენ, ასევე, ნიკოლოზ კირცხალია, გაბრიელ მირგატია, ლიზა უნდილაია, ელენე შენგელია.


ფოტო - მასალა:













Комментариев нет:

Отправить комментарий