30 მაისს, სენაკის N3 საჯარო სკოლის IIIგ კლასში ჩატარდა ღონისძიება ,,რას ფიქრობენ წიგნები”…
ღონისძიებაზე გაჟღერდა გამონათქვამები, ფრაზები წიგნებზე. მოსწავლეებმა შეაჯამეს დამატებითი რესურსებიდან მიღებული ცოდნა ქართულში, შეაჯერეს კლასგარეშე საკითხავი მასალა, გუნდურად ჩაერთვნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში: კროსვორდი - ,,გაიხსენე წაკითხული წიგნებიდან”, დააკავშირე ბარბარიზმები მათ ქართულ შესატყვისთან, ამოხსენი ანაგრამა, დააწყვილე სიტყვები, გამოიცანი ცნობილი წიგნი სმაილებით და ა.შ. თითოეულ აქტივობაში მოსწავლეებს თითო დახმარებას უწევდა ,,წიგნის ფერია“. III გ კლასის მოსწავლეებმა გააფერადეს წაკითხული ნაწარმოებების პერსონაჟები და შექმნეს პატარა, ილუსტრირებული წიგნები. დაჯილდოვდნენ პროექტში - ,,შევიყვაროთ წიგნი“ აქტიურად ჩართული მშობლები.
ფოტო-მასალა:
Комментариев нет:
Отправить комментарий