13.10.2024

შევიყვაროთ წიგნი

11 ნოემბერს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის III კლასში დაიწყო პროექტის ,,შევიყვაროთ წიგნი" პირველი ეტაპი. მოსწავლეები გაეცვნენ ,,სახურავის ბინადარ კარლსონს“ (ასტრიდ ლინდგერნი). პროექტის მიზანია: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება,  საბავშვო ლიტერატურის მიმართ ინეტრესის გაღვივება. 

07.06.2024

,,წლის ყველაზე ჭკვიანი” IIგ კლასში

7 ივნისს, ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის II კლასში ჩატარდა ,,წლის ყველაზე ჭკვიანი”.  აქტივობა ჩატარდა ორ ტურად: პირველ ტურში მოსწავლეებმა თავიანთი უნარები გამოსცადეს ინტელექტ-ტესტებში, ხოლო მეორე ტური დაყოფილი იყო სამ ეტაპად. გამოვლინდნენ ორივე ტურის გამარჯვებულები:


30.05.2024

მათემატიკური ვიქტორინა - ,,რიცხვების ჭიდილი“

29 მაისს,  IIკლასში დასრულდა სამეტაპიანი მათემატიკური ვიქტორინა - ,,რიცხვების ჭიდილი“.

ვიქტორინის მიმდინარეობისას, მოსწავლეებს შეეძლოთ მაქსიმალური - 100 ქულის მოპოვება. 

30.03.2024

შემაჯამებელი გაკვეთილი IIგ კლასში

21 მარტს, მშობელთა ჩართულობის ფარგლებში სსიპ ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის II კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად სახალისო გუნდურ აქტივობებში ჩართულობით წარმოაჩინეს საგანთა (ქართული, მათემატიკა, ბუნება, სპორტი, მუსიკა, უნარები) ცოდნა.

20.01.2024

სასწავლო რესურსები (II კლასი)

წარმოგიდგენთ სასწავლო რესურსებს, რომლებიც II კლასისთვის შევქმენი ქართულში, მათემატიკასა და ბუნებაში. ტესტები ქართულში შედგენილია ვ. როდონაიას ქართული ენის მოსწავლის წიგნის მიხედვით; მათემატიკაში ესადაგება - ,,მე მიყვარს მათემატიკას“ (კელერი - პფაფი); ბუნებაში - სულაკაურის გამომცემლობის მოსწავლის წიგნს.