25 დეკემბერს, IIგ კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ საახალწლო ღონისძიებაში, მათ წარმოადგინეს კოსტუმირებული სპექტაკლი, რომელიც გაჯერებული იყო ლექსებით, სიმღერითა და ქორეოგრაფიული ნომრით.
25 დეკემბერს, IIგ კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ საახალწლო ღონისძიებაში, მათ წარმოადგინეს კოსტუმირებული სპექტაკლი, რომელიც გაჯერებული იყო ლექსებით, სიმღერითა და ქორეოგრაფიული ნომრით.
14 დეკემბერს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის IIგ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში. მოსწავლეებმა, სხვადასხვა აქტივობებით, შეაჯამეს I სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა, გაკვეთილი გაჯერებული იყო სახალისო აქტივობებით.
28 ნოემბერს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის IIგ კლასში დაიწყო პროექტის ,,როგორ იბადება სილამაზე" პირველი ეტაპი. მოსწავლეებმა თავიანთი ხელებით ჩარგეს ქოთნებში ყვავილების ნერგები, დააწერეს სახელები და დაევალათ მათზე ზრუნვა. სეზონის ბოლოს, გამოვლინდება საუკეთესო ქოთნის მფლობელი. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს სკოლის ეზოსთვის ახალი ნარგავების შემატებას (პედაგოგი - შ. კორშია).
ფოტო - კითხვები ინტელექტ-კლუბის არქივიდან სკოლების ,,არეას“ და ,,აპოდიქსის“ ინტელექტ-კლუბის ყოფილი წევრებისთვის და არა მხოლოდ მათთვის...
24 მაისს, სსიპ სენაკის მესამე საჯარო სკოლის Iგ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ,,ცოდნის სკივრი“. მოსწავლეებმა, სხვადასხვა აქტივობებით, შეაჯამეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა (ქართულში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში). კლასის ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა:
31 მარტს, სენაკის მესამე საჯარო სკოლის Iგ კლასში ჩატარდა ,,ყველაზე ჭკვიანი“. ინტელექტუალური თამაში დაყოფილი იყო სამ ტურად. პირველ
ტურში დაისვა 10 შეკითხვა, მეორე ტურში - 5 შეკითხვა, ხოლო მესამე ტურში, ფინალში გადასულ
მოსწავლეებს, ინდივიდუალურ ბლიც - კითხვარებზე მოუწიათ პასუხის გაცემა.
27 ოქტომბერს, Iგ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სსიპ სენაკის
მესამე საჯარო სკოლის საახალწლო კონცერტში.
იხ. ფოტო-მასალა: