29.12.2018

,,საახალწლო ზღაპარი“

28 დეკემბერს, II კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება - ,,საახალწლო ზღაპარი“. ღონისძიება მხიარულად და საინტერესოდ წარიმართა: მაყურებლებმა მეორეკლასელთა შესრულებით მოისმინეს სიმღერები, საახალწლო ლექსები, წარმოდგენილ იქნა ქორეოგრაფიული ნომრები.

27.12.2018

II კლასის ინტელექტუალური ღონისძიება - ,,ყველაზე ჭკვიანი“

27 დეკემბერს, მეორე კლასში ჩატარდა  ინტელექტუალური ღონისძიება: ,,ყველაზე ჭკვიანი“. თამაში დაყოფილი იყო ოთხ ტურად: პირველ ტურში დაისვა 10 შეკითხვა, მეორე და მესამე ტურში კი 5 - 5  შეკითხვა, ფინალში გადასულ მოსწავლეებს  ინდივიდუალურ ბლიც - კითხვარებზე მოუწიათ პასუხის გაცემა. 

25.12.2018

ვსწავლობთ თექის დამუშავებას

II  კლასში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, ვისწავლეთ თექის დამუშავება. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში და გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები. წინასაახალწლოდ, ჩვენ უკვე გვაქვს ნაძვის ხის მოსართავი თექის ორიგინალური ბურთულები. შესაძლოა, განსაკუთრებული ღირებულებით

03.12.2018

ონლაინ რესურსები

ჩემ მიერ შექმნილი ონლაინ რესურსები  - Learningapps.org- ში

  •    ,,შემოდგომის ესკიზი“
  •    ,,ჭიანჭველა და რწყილი“,
  •    ,,გადაადგილების საშუალებები“,
  •    ,,მთელი ღამე თოვდა“.   

სასწავლო ანიმაციების ჩვენება I – II კლასში


3 დეკემბერს, თეკლათის საჯარო სკოლის პირველ და მეორე კლასელთათვის მოეწყო საბავშვო - სასწავლო ანიმაციების ჩვენება. პატარებმა იხილეს ქართული მულტფილმები: ,,ყურშა გაყოყოჩდა“, ,,ლომი და კატა“, ,,თოვლის გუნდა“(ახალი ვერსია - 30 წლის შემდეგ); სახალისო ანიმაცია - ,,ძალა ერთობაშია“ - გუნდური მუშაობის უპირატესობაზე;  საშობაო იგავები, რომლებიც მოსწავლეებს ურთიერთდახმარებისა და სიკეთისკენ მოუწოდებს. მოსწავლეებმა გააჟღერეს თავიანთი მოსაზრებები და ისაუბრეს

02.12.2018

შემოდგომის გაცილება

30 ნოემბერს, თეკლათის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება - ,,შემოდგომის გაცილება“. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები შემოდგომაზე, გამოფინეს მრავალფეროვანი მასალით შესრულებული ნამუშევრები, ჩაერთვნენ სხვადასხვა ტიპის სახალისო გუნდურ შეჯიბრში და ხალისიანად გაისტუმრეს წლის ეს უმშვენიერესი დრო (პედაგოგი: შ. კორშია).