03.08.2018

პირველი კლასის რესურსები მათემატიკაში

გავიცნოთ რიცხვები, ტესტები, სავარჯიშოები, დავალების ფურცლები, დავალებები გუნდური სამუშაოებისთვის.
პედაგოგებო, წარმოგიდგენთ, სხვადახსვა რესურსებიდან შეკრებილ-დამუშავებულ მზა მასალას.

1. ამ რესურსის მეშვეობით, მოსწავლეები ხალისით გაეცნობიან რიცხვებს: დაწერენ და შეაფერადებენ რაოდენობრივად რიცხვთან გატოლებულ სხვადასხვა საგნებს. იხ. ბმული: 

2. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტესტად, ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობისთვის (გვერდზე რამოდენიმეჯერ კოპირებული მასალა შეგიძლიათ დაჭრათ). იხ. ბმული: 2 სავარჯიშები
3. გამოთვალე თითებით -იხ. ბმული:   სასწავლო რესურსი 
4. წარმოდგენილია 50-ზე მეტი დავალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: ტესტის სახით, დავალების ფურცლებად, განვლილი მასალის გასამტკიცებლად, გუნდური მუშაობისთვის...  გაჭერით შუაზე - თითო დავალება /ტესტი ორჯერაა კოპირებული, გაყოფილია ხაზით, მხოლოდ მაკრატლის გამოყენებაა საჭირო :)) იხ. ბმული:  4. ტესტები დავალებები

5. სავარჯიშოები გუნდურისთვის (გაჭერით სამად). იხ. ბმული: სავარჯიშოები გუნდურისთვის 
6. გეომეტრიული ფიგურები. იხ. ბმული: გეომეტრიული
7. დამატებითი სავარჯიშები წარმოდგენილია 15 გვერდად (მარტივიდან - რთულისაკენ). იხ. ბმული: დამატებითი სავარჯიშები


ვინაიდან, მოსწავლეთა სახელმძღვანელოებში მწირადაა მოცემული სავარჯიშეობი, აქ  წარმოდგენილი მასალები სხვადასხვა რესურსებიდან მაქვს ნაკოწიწები და აწყობილი. იმედია, პედაგოგებს შევუმსუბუქებ შრომას.

იხ. ბმული: 
დაწყებითი კლასების პედაგოგთა ჯგუფში


Комментариев нет:

Отправить комментарий