18 აპრილს, დედაენის
დღესთან დაკავშირებით, პირველ კლასში ჩატარდა
თოჯინების თეატრი. ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეება წარმოთქვეს ლექსები დედაენაზე,
შემდეგ კი წარმოადგინეს ,,კომბლე“, ,,სამი გოჭი“, ,,წითელქუდა“. ,,კომბლეს“ ინსცენირებით
მათ შესწავლილი მასალა განამტკიცეს, ხოლო დანარჩენი ზღაპრები თავად შეარჩიეს.
დამატებით, მათ პატარა ცხოველებიც მოირგეს თითებზე და ექსპრომტად მოფიქრებული სახალისო ამბებით გაახალისეს თანატოლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მეორე კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია.

პედაგოგი: შ. კორშია
იხ. ფოტო-მასალა:
Комментариев нет:
Отправить комментарий