სენაკის მესამე საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლემ - იოანე ლაშქარავამ მოიპოვა მესამე ადგილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში. სენაკის მესამე საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლე, მეგი სერგია, წარმატებით მონაწილეობს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებში.
მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. არის ანსამბლ ,,კოლხის" წევრი. მიიღო სიგელი ქორეოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობისათვის; მიენიჭა ლაურეატის წოდება კოლხურ-ლაზური ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალის კონკურსში მონაწილეობისათვის; მოიპოვა სიგელი სკოლის თეატრალურ კონკურსში მონაწილეობისთვის.
მეგის განსაკუთრებით უყვარს თეატრი და ხელოვნება - ეს სიყვარული კი მის ყველა გამოსვლაში იგრძნობა.
სენაკის მესამე საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეს - თამაზ პეილივანოვს ვულოცავთ ქორეოგრაფიული სტუდია ..მეგას" პირველი კურსის დასრულებას. წარმატებებს ვუსურვებთ მას!
Комментариев нет:
Отправить комментарий